პარლამენტში ისეთ მძიმე ვითარებაში ვართ, შეიძლება მეტი ფიზიკური ვარჯიში დაგვჭირდეს - ბავშვობა გამახსენდა ისე ვჩხუბობთ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

„მსოფლიოში არ არსებობს პარლამენტი, სადაც მსგავსი ტიპის კომიტეტის სხდომები იმართება. აფრიკაშიც არ არსებობს ასეთი რამ, რომ საკომიტეტო სხდომა იმართება სპეცრაზმელების, ნიღბიანი, თუ უნიღბო, უფორმო ადამიანების თანდასწრებით. პირდაპირ ხელჩართული ჩხუბი გვაქვს ყოველ წუთში, ამ ადამიანებმა უკვე მეორე დღეა ნახეს, რომ უკან არ ვიხევთ. სიმართლე გითხრათ  ბავშვობა, ახალგაზრდობა გამახსენდა, ისე ვჩხუბობთ.  ისეთ მძიმე ვითარებაში ვართ, შეიძლება მეტი ვარჯიში დაგვჭირდეს“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.