საერთოდ არ ვაპირებ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ჩემთვის ნებისმიერ პრორუსულ ძალასთან თანამშრომლობა არის სირცხვილი,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ისეთ კანონს შემოიტანს, რომელიც შეესაბამება ევრორეკომენდაციას, მაშინ მას „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდაჭერა ექნება.
„როცა თავს იყრუებს და რუსეთთან თანამშრომლობს მეორე მხარე, ქუჩა არის გზა, რომ შენ აიძულო მას, გაიწვიოს რუსული კანონი. ხომ გახსოვთ როგორ გაიქცნენ დარბაზიდან გაყეყეჩებული ყურშები? - სულ ასე იქნება.
საერთოდ არ ვაპირებ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ჩემთვის ნებისმიერ პრორუსულ ძალასთან თანამშრომლობა არის სირცხვილი. როცა ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, მე მასთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ, მაგრამ საპარლამენტო მუშაობაში თუ გამოვა ისეთი კანონი, რომელიც შეესაბამება ევრორეკომენდაციას, ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონს ექნება. სამუშაო ჯგუფებს მე დავარქვი ყავის სმის შეკრება. დამიდეთ ერთი რამე შედეგი, რაც დადო ამ სამუშაო ჯგუფებმა. ხომ იყო ზოგიერთი შესული ამ სამუშაო ჯგუფებში? შედეგი რა არის?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, განმარტებით, ქვეყანაში ვითარება ფეთქებადსაშიშია, რადგან ხალხი ასე მარტივად რუსულ რეჟიმს არ შეეგუება.
„მოდის ოქტომბერი და დეკემბერი, იქნება ევროკომისიის დასკვნა და გადაწყვეტილებები. ასე რომ, ძალიან ფეთქებადსაშიშია სიტუაცია ქვეყნის შიგნით, ხალხი ასე მარტივად არ დაწყნარდება და არ შეეგუება რუსულ რეჟიმს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.