ასე ქოცებს არ მოვუხსნივარ პოლიტსაბჭოდან 2012-ში - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, გიორგი ონიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ესე ქოცებს არ მოუხსნივარ 2012-ში, მიუხედავად ამისა წარმატებები მიშას და ნიკას განთავისუფლების საქმეში. სიმართლისთვის ბრძოლა საჭიროა ყველგან, მათ შორის პარტიაშიც, ამიტომ ამ ბრძოლის ჯარისკაცობა ყველაზე საამაყო პოზიციაა, სიმართლე და ღირსება გაიმარჯვებს ყველგან და გაამარჯვებინებს ჩვენ ქვეყანას"- წერს გიორგი ონიანი.
შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალურ მოძრაობის" მე-10 ყრილობა ჩატარდა. დელეგატებმა გენერალური მდივნად პეტრე ცისკარიშვილი, ხოლო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. ასევე აირჩიეს პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭო 34 კაციანი შემადგენლობით.