„ნაციონალური მოძრაობა“ დაემგვანა „ოცნებას“, ჭორების გამავრცელებელი ხალხი ჰყავთ შემოკრებილი - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიის სტანდარტზე ჰქონდეს პრეტენზია და აჩვენებდეს განსხვავებული პოლიტიკური პროცესის წარმართვის ტექნიკებს, დაემსგავსა „ქართულ ოცნებას“ იმ კუთხით, რომ ჭორის გამავრცელებელი ხალხი ჰყავს შემოკრებილი და ჩემზე პირადად ავრცელებენ ათას სიბინძურეს“,- განაცხადა გიორგი მუმლაძემ.