"როდის გახდით სტუ დამცველები? თქვენ უმეტესობას არ ეგოიმებოდა სტუ"- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ორი უკაღლესი სასწავლებლის გაერთიანებასთან დაკავშირებით.

"ვაიმე, თსუ და სტუ შეართეს! ამას გაკივიან ტიპები, რომლებიც ქვეყნის რუსეთთან შეერთებას, ხან ირიბად და ხან პირდაპირ ითხოვენ....

აი მერე რა რომ შეერთდა? როდის გახდით სტუ დამცველები? თქვენ უმეტესობას არ ეგოიმებოდა სტუ? ან თსუ როდის აქეთ შეგიყვარდათ? ბენდუქიძის და ილიაუნის იქეთ თქვენი ჯაან შვეტსკური გემოვნება რომ არასდროს არ სცდებოდა? მიაყენეთ რა ერთი ადგილი, მაინც თქვენ არაფერს არავინ არ გეკითხებათ და კარგია ეგ, რომ არ გეკითხებათ."- წერს გიორგი გამსახურდია.