საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტო დაძლევასა და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც, ზვიადის პერიოდის ერთგული და დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი დეპუტატები შევიდნენ ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ყველა ის პარლამენტის წევრი საქართველოს ისტორიაში, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ კანონს და საქართველოს რეალურ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. პირადად ჩემგან მადლობა მათ. მადლობა ასევე იმ კაბალურ პირობებში მუშაობისთვის, რა პირობებსაც პუტჩისტთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მემკვიდრეები უქმნიდნენ მათ. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს საქართველოს! #ქართულიოცნება" - წერს გიორგი გამსახურდია.
შეგახსენებთ, 84 მომხრე - 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო