ვიცით, რომ შემოსულია „შავი ფული“ კვიპროსიდან, მეტსაც გეტყვით, როდესაც კეზერაშვილი და მისი მეუღლე აშშ-მა შავ სიაში მოახვედრა, გაქანდნენ და კვიპროსში ამერიკის საკონსულოში შეეცადნენ ვიზის მიღებას - რაღაც არხი აქვთ იქ დალაგებული, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.
„ჩემი მოლოდინი არის ისეთი, რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბავენ, შეეცდებიან, რომ მსხვერპლიც იყოს, რადგან მათთვის ადამიანი რამდენად ღირებულია, ეს მათი მმართველობის წლებმაც დაგვიდასტურა და დღესაც ვხედავთ - ერთი თვალს დაკარგავს, ერთი დაშავდება, ერთი ციხეში წავაო. ადამიანის ბედი და მდგომარეობა მათთვის საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამიტომ მე კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას ველოდები.
ვიცით, რომ შემოსულია „შავი ფული“ კვიპროსიდან. რატომღაც, როგორც ბუზები თაფლს და სხვა პროდუქტს, ასე დასტრიალებენ კვიპროსს. იქ რაღაც არხი არის, გავიგეთ, რომ იქიდან შემოვიდა რაღაც თანხა. უფრო მეტსაც მოგახსენებთ, ეს ექსკლუზივია - როდესაც დავით კეზერაშვილი მის მეუღლესთან ერთად ამერიკამ შავ სიაში მოახვედრა და უფრო მეტიც, watchlist-ში ჰყავთ - გაქანდნენ და კვიპროსში ამერიკის საკონსულოში შეეცადნენ ვიზის მიღებას. რატომ წავიდნენ უცებ ბრიტანეთიდან კვიპროსზე? იქ რაღაცას ელოდებოდნენ, რაღაც არხი აქვთ იქ დალაგებული. იქაც ცივი უარის სტკიცეს, იმიტომ რომ ამერიკის სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე და მისნაირ ქურდბაცაცებს ასე გვერდის ავლით დერეფნებს ვერ გაუხსნის“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.