„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
"როგორც კი ოცნება დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტიდასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში." - წერს გიორგი გახარია X-ში.
The most sincere congratulations to #Ukraine🇺🇦 @ZelenskyyUa & #Moldova🇲🇩 @sandumaiamd on opening the accession negotiations. October elections are decisive for 🇬🇪🇪🇺future. Once GD is defeated, together with Georgian citizens, we will accelerate EU integration & ensure readiness…
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) June 15, 2024