რთული დოკუმენტია, იქ არის ძალიან კარგი იდეები, ძალიან კარგი გეგმა სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, რომლებიც აუცილებელია იმისთვის რომ ქვეყანამ განაახლოს ევროპული გზა, ერთმნიშვნელოვნად ასეა და ჩვენ სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რონ ყველა ამ რეფორმას ჩვენი მხარდაჭერა ექნება სრული, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს არ დადგება." - ასე აფასებს პარტია პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია იუთუბ გადაცემაში, "გახარიას კვირა", საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას.
"რაც შეეხება დანარჩენ ტექნიკურ საკითხებს და პოლიტიკურ საკითხებს, ჩვენ ვთვლით რომ რიგგარეშე არჩევნები, ნებისმიერი ფორმის დროებითი, ტექნიკური მთავრობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე არის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩიხი, ამიტომ ჩვენ ასე ვუყურებთ ამას, შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს დრო კიდევ არის რაღაც ცვლილებები მოხდეს, დაველოდოთ ამ ცვლილებებს, საბოლოო ჩვენი გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება ცნობილი." - განაცხადა გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ქარტიაზე".
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!