სანქციების თემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდეგი რამ, “ოცნების” პროპაგანდა დღეს ალაგებს ასეთ კონსტრუქციას, რომ დასავლეთი და ჩვენი პარტნიორები ასანქცირებენ ქვეყანას. სინამდვილეში ეს არის ტყუილი და მათი ლოგიკა არის სასაცილო. - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა
" მაგალითად ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რომ გვასანქცირებენ, ვიღაც გიორგი გიორგაძე, რომელიც კორუფციაშია ჩაფლული და ვერ გაურკვევია მტერი ვინ არის და მოყვარე ვინ არის და ათას სისულელეს, რომ ლაპარაკობს იმას, რომ ასანქცირებენ, ამაზე პასუხობს, მეო ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ვარო და მე, რომ მასანქცირებენო ანუ ეს იმას ნიშნავსო, რომ ხალხს ასანქცირებენო, ამდენად ღიმილის მომგვრელი ლოგიკა აქვს.
ისინი ამით ცდილობენ, ქვეყანა და ქართველი ხალხი ჩაითრიონ იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც თვითონ ნაწილობრივ აღმოჩნდნენ და კიდევ უფრო აღმოჩნდებიან იმ სისულელეების გამო და იმ მავნებლობების გამო, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გააკეთეს. ასე რომ, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ის რასაც ეს პროპაგანდა დღეს ღაღადებს ამ ადამიანების პირით, რომ თურმე ამ ინდივიდების დასანქცირება ნიშნავს ქვეყნის დასანქცირებას იმიტომ, რომ ისინი დეპუტატები არია, ეს არის სისულელე და ტყუილი. მაგრამ მთავარი აქ არის, რომ დღეს სანქციების მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება, რომელიც გახდა სრულად არაადეკვატური, დააბრუნონ ქართველი ხალხის ნების გამოხატვის პოზიციაზე, დაგასანქცირებთ მანამდე და გავაგრძელებთ სანქცირებას მანამდე, სანამ ქართველი ხალხის ნების აღსრულებას არ დაუბრუნდებით.
მთავარი არის, რომ ამ გზაზე შემდეგ 5 თვეში გველოდება არჩევნები. მათი ყველაზე დიდი სისულელე იქნება ხალხის ნების მოპარვა და აქ უკვე ისინი, სანქციებს რომ დავანებოთ თავი,ხალხის რისხვას ვერ გაექცევიან ვერსად. ამიტომ მე მინდა მათ რჩევა მივცე, ის რაც მოხდა ამას თქვენ უკვე ვეღარ გამოასწორებთ, ვერც 5 თვეში და კიდევ უფრო მეტი დროც რომ გქონდეთ, ამიტომ ახლა დაანებეთ ყველაფერს თავი და თქვენმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა უნდა გიკარნახოთ, რომ ახლა სასწრაფოდ არჩევნებზე კონცენტრირდით და იქნებ როგორმე მოახერხოთ ამდენი გაფუჭებული საქმის შემდეგ კეთილსინდისიერად, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებთ, მერე შეიძლება თქვენს გადარჩენაზე ხალხმაც იფიქროს." - განაცხადა გიორგი გახარიამ.