მეც წამოვაძახებ მალე „ოცნებას“ ბევრ რაღაცებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მეც “ოცნებას“ მალე წამოვაძახებ ბევრ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნილს, ქვეყნის საზღვრების საოკუპაციო გამყოფი ხაზის დელიმიტაციის დაწყებას, მაგაზე რა პასუხს გამცემენ, სულ თავში უნდა ვურტყა და ვინ არის მოღალატე ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების“, - განაცხადა გახარიამ.