"ჩვენ ვარწმუნებთ და ბევრს ვიმუშავებთ კიდევ ამაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომ საქართველოს არ გაუუქმონ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან." - ამის შესახებ  "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარია,  განაცხადა. 

"მაგრამ, საპირწონედ, თუ რაიმე ნაბიჯები უნდა გადადგან, დაასანქცირონ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში და არჩევნების გაყალბებაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე ექსპრემიერმა მიმართა საქართველოში აკრედიტებულ დიპკორსს.  -  უნდა ვთხოვო ჩვენ ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას

შეგახსენებთ,  4 ქართული ოპოზიციური გაერთიანება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს   სადაც ითხოვენ ხელისუფლებასთან ყველა დონეზე კომუნიკაციის შეწყვეტას, მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას.