ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ - წერს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში:
"ნატოს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი."