უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში, ისევე როგორც აშშ-ში უკვე მკაფიოდ ესმით, რომ ეს ხელისუფლება მოულაპარაკებელია, იმიტომ რომ იტყუებიან და მათ ნებისმიერ დაპირებას უკვე ფასი არ აქვს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება, რომ მატყუარა ხელისუფლება გვყავს, რომელსაც შეუძლია ერთ დღეს თქვას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ევროპელები, ან ამერიკელები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ერევიან და კიდევ ათასი სისულელე მოჰყვნენ, იქ რომ გლობალური ომის პარტიაა და მერე ხალხს დაჰპირდნენ, რომ ჩვენ მაინც მიგიყვანთ ევროკავშირში 2030 წელს. უბრალოდ, მატყუარები არიან, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ევროკავშირის გაფართოების ის ტემპი, რომელიც მოლდოვამ და უკრაინამ დაიწყო, 30 წლამდე ჩვენ არ დაგველოდებიან. უბრალოდ, მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 %-ს მკაფიოდ აქვს არჩევანი გაკეთებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ჩვენ წინ არჩევნები გველოდება და მათ არ აწყობთ პრორუსული, ანტიევროპული სახელის დამკვიდრება. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში, ისევე როგორც აშშ-ში უკვე მკაფიოდ ესმით, რომ ეს ხელისუფლება მოულაპარაკებელია, იმიტომ რომ იტყუებიან და მათ ნებისმიერ დაპირებას უკვე ფასი არ აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველთან“.