რასაც ხალხი ითხოვს, ის უნდა მოხდეს, სხვანაირად რუსეთში, ან ბელარუსში აღმოვჩნდებით - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
“ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი გრაფიკი, რასაც ხალხი მოითხოვს. თუ ხალხში არ იქნება მოთხოვნა აქციებზე, არ ჩატარდება. თუ იქნება მთავრობის ცვლილების მოთხოვნა, შეიცვლება მთავრობა, რასაც ხალხი ითხოვს, ის უნდა მოხდეს. სხვანაირად ან რუსეთში ან ბელარუსში აღმოვჩნდებით.
ვთვლი, რომ მანდატები არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მანდატი არის საშუალება, რომ ადგილზე ვიბრძოლოთ, ადგილზე შევქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი, იმ ფორმებით, რომელიც დისკუსირებული იქნება იმ ადამიანებთან, ვისაც ეს მანდატები გააჩნიათ.
ადამიანებმა მისცეს მანდატები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან მმართველობით რგოლში და მე ვთხოვდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მანდატებს ჩააბარებდნენ.
მანდატის ჩაბარება არის 1 - საათიანი ემოციური ბოლის გამოშვების ქმედება, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება. თუმცა, ეფექტურ ბოიკოტის ქმედებებზე შეიძლება შეთანხმება. უნდა მივიღოთ ისეთი ფორმა, რომელიც შედეგის მომტანი იქნება”, - განაცხადა ჩალაძემ.