მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბების შექმნით ვერაფერს მივაღწევთ, შედეგს მივიღებთ ერთობლივი მოქმედებით - ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა გიორგი ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბების შექმნით ვერაფერს მივაღწევთ, შედეგს უნდა მივაღწიოთ ერთობლივი მოქმედებით. მთავარი რაც არის, არის შემდეგი, პრეზიდენტი სააკაშვილი მაღალი სიცხით „ვივამედის“ კლინიკაში წევს და ჩემთვის სამწუხაროა, რომ რაღაც სპეცმკურნალობის კურსი საჭმელზე გავიდა და რატომღაც მიაჩნიათ, რომ კვების რაციონი სიცხის დაწევას, თუ მომწამლავი ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნას ემსახურება. ეს არის სრული ცინიზმი“- აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.