„სიმბოლურია, როდესაც 9 აპრილს ვაპროტესტებთ იმავეს, რასაც თავი შესწირეს იმ ახალგაზრდებმა, იმ ადამიანებმა, ვინც დაიცვა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და იბრძოდნენ რუსული იმპერიის წინააღმდეგ.“ -  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა

"დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებით არის დაკავებული, დღეს შემოაქვს კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე ემსახურება რუსულ ინტერესებს.

საქართველოში მიღებული კანონპროექტები უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთესად, მათ ჰქონდეთ უკეთესი შემოსავალი, ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები, ხელისუფლება კი აპირებს მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ერთი ერთში ჰგავს პუტინის მიერ წარმოდგენილ და დამტკიცებულ კანონპროექტს.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“