„ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან.“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტთან დაკავშირებით

„არ არსებობს ევროპის სტრუქტურები, რომლებსაც მსგავსი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებასთან და რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებამ მაინც გაიტანა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და ამას საუბრობს ჩვენი ყველა პარტნიორი. დღეს, არ დარჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ ეს შეფასებები გავლენას იქონიებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და  ჩვენ ერთად დავამარცხებთ ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.