სალომე ზურაბიშვილთან ერთ მთავრობაში მიმუშავია და ვერც მაშინ გავიგე, რა უნდა ამ ქალბატონს - უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილთან ერთ მთავრობაში მიმუშავია და ნამდვილად ვერ გავიგე ვერც მაშინ რა უნდა ამ ქალბატონს იმიტომ, რომ ხან ერთს ამბობდა და ხან მეორეს, სულ კონფლიქტური იყო, რბილად რომ ვთქვათ უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია, მაგრამ ეს მისი ამბავია. ამ ბოლო დროს სწორ წინადადებებს წარმოთქვამს, მაგრამ ეს არ არის საქმით განმტკიცებული. თუმცა ამ შემთხვევაში, პოლიტიკაში სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, მის სიტყვასაც, რომელიც კრიტიკული არის ამ რეჟიმისადმი, მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. თუმცა 100 წელიც რომ იცხოვროს სალომე ზურაბიშვილმა, მე მას საქართველოს პრეზიდენტად ვერ აღვიქვამ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ამბობს მასზე - დავნიშნეთო. დიახ, დანიშნეს ეს ადამიანი და ჩვენთვის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ დე ფაქტო პრეზიდენტი არის, მას ბევრი რამე შეუძლია და შეუძლია გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლუკა და სხვა პოლიტპატიმრები, მაგრამ ამას არ აკეთებს. 100 წელიწადი რომ იცხოვროს, ეს ყველაფერი რომ გააკეთოს, ბოლომდე რეაბილიტირებული მაინც ვერ იქნება იმ სიტყვებისთვის, რაც მან იკადრა 2008 წლის ომის შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს დასდო ბრალი ომის დაწყებაში“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.