პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ მიზანი, რომელიც ელენე ხოშტარიას ჰქონდა დასახული მიღწეულია.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ არც "ლელო" აღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
"ამდენმა პარტიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ მივიღებთ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, აქედან გამომდინარე ელენე ხოშტარიას რაც უნდოდა ის მიზანი არის მიღწეული.
რა თქმა უნდა, "ლელოც" აღარ მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ, რომ ამბობდა, იმ შემთხვევაში მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, თუ კი ჩვენ ყველანი ვიქნებოდით ამ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ელენე ხოშტარიამ, გედევან ფოფხაძემ და კიდევ ოთხმა პირმა შიმშილობა შეწყვიტა.
მათ შორის არ არიან "ლელო" და გახარიას გუნდი, სადაც საკუთარი პოზიციის გადახედვას არ აპირებენ და არჩევნებზე უარს არ ამბობენ.