"გრძელდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ
პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ მან უერთგულა საქართველოს კონსტიტუციას და არ დაუთმო საქართველო პუტინს." - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ამ რუსული მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის მიერ ის უკვე ამდენი წელია არის საპყრობილეში, არის თავისუფლება შეზღუდული და მას არ აქვს საშუალება იშრომოს, იღვაწოს თავისი სამშობლოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, სადაც წყდება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს და მთელი ცივილიზებული სამყაროს ბედი, ამიტომ ჩვენ კიდევე ერთხელ მოვითხოვთ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი მოხდება მაშინ, როდესაც საქართველო გათავისუფლდება მოღალატეთა და კრიმინალური რეჟიმისგან.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.