სალომე ზურაბიშვილმა, რომ გახდეს რეალური პრეზიდენტი, უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი და როგორც პრეზიდენტს შეუძლია ქმედითი როლი შეასრულოს ამ ქვეყნის ისტორიის წინაშე, ისე რომ 20-50 წლის მერე სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს და არა როგორც გაუგებრობას, რომელიც ივანიშვილმა მორიგ ჯერზე წარმოგვიდგინა. მოგეხსენებათ, პრემიერ მინისტრები ერთმანეთზე უფრო დიდი გაუგებრობა ჰყავდა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილმა რა უნდა გააკეთოს? რომ გახდეს რეალური პრეზიდენტი, ამისთვის პირველ რიგში უნდა შეიწყალოს და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. არაფერს ვამბობ ლაზარე გრიგორიადისზე, რომლის არ შეწყალება და თითოეული წუთი ციხეში ყოფნის, ჩემთვის არის სალომე ზურაბიშვილის სინდისზე, იმიტომ რომ ვიღაცა ტვინგაყინული იურისტი ეუბნება, ჯერ სამართლებრივი პროცესები დასრულდესო. ციხეში უკანონოდ გატარებული ერთი დღეც კი უფრო დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, ვიდრე თუნდაც 10 დამნაშავე დადიოდეს ქუჩაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.