„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი გემი, რომელიც ბევრი შეტევის მიუხედავად არ ჩაძირულა და ქვეყანას ტალღებში გაიყვანს, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი გემი, რომელიც ბევრი შეტევის სუბიექტია და მაინც არ ჩაძირულა. მას სჭირდება შეკეთება, მაგრამ ზუსტად ის გემია, რომელიც ამ ტალღებში გაიყვანს ქვეყანას. ბორდის იდეა უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს გარშემო გაერთიანებას, რაც ჩემი აზრით მოხდება. პერსონები ისეთი იქნება თუ ასეთი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც მეტს მოინდომებს იქნება, ვინც არა, კოლეგიალობა უნდა შევინარჩუნოთ, რომ არ მოხდეს ოპოზიციის ფლანგზე გაუცხოება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.