თუკი შენ რუსეთის მხარეს აქტიურად დაიჭერ და ის მოგიგდებს ხელში, როგორც თავის ორბიტაზე მბრუნავს და მასთან გვერდით მყოფს მოგიაზრებს, მაშინ ყველაფერს მოგთხოვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„თუ ასე განვითარდა მოვლენები, რომ საქართველო ბელარუსივით შევიდა პრაქტიკულად რუსეთის შემადგენლობაში, მაშინ თუ რუსეთთან ხარ ის ყველაფერს მოგთხოვს. მეორეა ახლა შენ რას გააკეთებ და როგორ წინააღმდეგობას გაუწევ და რანაირად შეძლებ ლავირებას,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.