თვითონ ბროუდერის განცხადებები და ის, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, რასაკვირველია არის ძალიან საგულისხმო, მაგრამ არ ვიცი რამდენად ექნება ამას ეფექტი ივანიშვილზე ან „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში „მაგნიტსკის სიაზე“ საუბრისას განაცხადა.
„თუ რაიმე სიასა და გვარებზეა ლაპარაკი, ბუნებრივია პოლიტიკოსების გარეშე ეს სია ვერ შედგება და არც ის წონა არ ექნება. სიმართლე გითხრათ, ციხის რომელიმე თანამშრომლის დასანქცირება ან რომელიმე ექიმის დასანქცირება არ იქნება ეფექტის მომტანი, თუმცა ყველასთვის იქნება მაგალითი, რომ ასე მოქცევას თავისი ფასი და სასჯელი აქვს. მთავარია მსხვილი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გვარები, რომლებიც სავარაუდოდ უნდა იყვნენ ამ სიაში, თუკი ასეთი სია იქნება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.