ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა 9 აპრილის გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა აღნიშნა 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღეა.
მისი თქმით, 9 აპრილმა თავის დროზე ძალიან დიდი იმპულსი მისცა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
„მე ვფიქრობ, რომ ეს იმპულსი დღესაც მნიშვნელოვანია, დღესაც საჭიროა, იმიტომ რომ ვხედავთ, ეს ბრძოლა გრძელდება და საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას, რეალურ თავისუფლებას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, ვფიქრობ მოკლე დრო, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, რადგან აქ დაღვრილი სისხლი და განწირული სიცოცხლე არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს“ - თქვა წერეთელმა