დღეს ტრაგედია და სირცხვილი არის ის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ყველაფერი, რაც ფასეულია დასაცავია ყოველთვის. დღეს, განსხვავებით 1921 წლისგან, გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ჩვენს სასარგებლოდ, ანუ ჩვენ შეგვიძლია დღეს მივაღწიოთ იმას, რისი შანსიც სამწუხაროდ არ ჰქონდათ იმ გმირ ხალხს, ვინც მაშინ იბრძოლა, ჩვენს პირველ რესპუბლიკას ვინც ქმნიდა და ტრაგედია დღეს ჯერჯერობით და სირცხვილი ჩვენი არის ის, რომ ასეთ მომენტში ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს“- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.