ვროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიწვევას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილისგან, განსაკუთრებით კი "ლელო", "დროასა" და "გირჩისგან" არსებითად განსხვავებული პოზიცია აქვს.
ბოკერიას თქმით, კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ოღონდ ამ ხელისუფლების პირობებში ის ვერ გვშველის.
“ჩვენ ვთვლით, რომ ამ ვითარებაში რომც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, არაფერი საზეიომო არ გვაქვს მანამ, სანამ არ გამოვცვლით ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმს პროდასავლური, პროქართული ხელისუფლებით“ - თქვა გიგა ბოკერიამ