სხვა არაფერს ჰქვია ღალატი, თუ არა შენი ქვეყნის ინტერესებისთვის საერთაშორისო დონის ტრიბუნის არგამოყენებას - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას.
„ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისადმი, მსოფლიოსადმი. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, არ გაგვიგია. მოვისმინეთ გზავნილები მოპუტინისტო კომენტატორის. სხვა არაფერს ჰქვია ღალატი, თუ არა ასეთი ტრიბუნის არგამოყენებას შენი ქვეყნის ინტერესებისთვის, - ამბობს ბოკერია.