ხაშურის მუნიციპალიტეტმა ბათუმში რიგით მე-15 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე მეწარმეებმა.
დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ენახა თონეში პურისა და ნაზუქის ცხობის მასტერკლასი.
გამოფენის ძირითად მიზანს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა. 
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია ,,Expo Batumi”-ის ორგანიზებით გაიმართა.
ხაშურელი მეწარმეების მონაწილეობა გამოფენაში მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.