პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა და პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრაქციის სახელით მათ მიერ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ინიცირებული "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონებში ცვლილებების პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის დაწყება მოითხოვა.
მისი განმარტებით, პირებს, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ არიან სანქცირებული და რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალებათ.
"რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სანქცირებული პირების ასეთი უკონტროლო შემოსვლა პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ლავროვის შვილი საქართველოში არ უნდა სეირნობდეს!", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელსაც გია ვოლსკი გამოეპასუხა და განუმარტა, რომ მის პოლიტიკურ გუნდს ამ თემაზე საუბრის უფლება არა აქვთ.
"საქართველოში ტანკები შემოუშვით და ამაზე ლაპარაკის უფლებას თავს როგორ აძლევთ? უკრაინის თემით სპეკულირებას თავი დაანებეთ!" - უთხრა გია ვოლსკიმ თინა ბოკუჩავას ბოკუჩავას.
რა შემოვიყვანე? - ჰკითხა თინა ბოკუჩავამ გია ვოლსკის.
-ტანკები, ტანკები მეთქი, გეუბნები! - უპასუხა გია ვოლსკიმ თინა ბოკუჩავას.
უკრაინაში ვინ შეიყვანა უკრაინაში" - პასუხა ბოკუჩავამ ვოლსკის.-უკრაინით სპეკულირებას დაანებე თავი! - უთხრა გია ვოლსკიმ თინა ბოკუჩავას.
შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას ურჩია, რომ თუკი საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა სურთ, აღნიშნულ საკითხზე წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მიმართონ, კომიტეტი განიხილავს და თუ საჭიროდ ჩათვლის, კანონპროექტს განსახილველ საკითხთა გრაფიკში ჩასვამს.