ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

"გვარამიას მხრიდან დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ.

უკანონო პატიმრობა ნამდვილად არ იყო, ჩადენილია სერიოზული დანაშაული. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის თემა, რომლისთვისაც იღვწოდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეიძლება, ამან ხელი შეუწყოს, თუმცა შემდეგ დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის მოხდა. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან დეპოლარიზაციის ამოცანისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვას, როგორი მოლოდინი აქვს, წავა თუ არა გვარამია პოლიტიკაში, გია ვოლსკიმ უპასუხა: 

„ყოველ შემთხვევაში, უცხოდ არ მიაჩნია, პოლიტიკაში იყო მუდმივად. უფრო რელევანტური იქნებოდა, გეკითხათ, პოლიტიკიდან გასვლის წინაპირობას თუ ხედავთო. პოლიტიკაში იყო მუდმივად, როცა იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროკურორი. რეალურად, პოლიტიკიდან არასდროს გასულა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.