გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის როლი, როგორც არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის ევრინტეგრაციის პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"პრეზიდენტის როლი არის ცენტრალური, ფუნდამენტური, სასიცოცხლო როლი აქვს. ის არის მედროშე ჩვენი გრძელვადიანი განვითარების ვექტორის. ხელისუფლების გადაბარების თუ ხელისუფლების ლეგიტიმურობის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, აქაც მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.