გახარიას გარდა სხვა ნებისმიერი პარტნიორი იქნება ძალიან სუსტი სვლა „ლელოსგან“, არაფრის მთქმელი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა.
„ამ მოცემულობაში, როდესაც „ლელო“ მიდიოდა გარკვეული გზით და ახლა აღმოჩნდა რაღაც უცნაურად, დარჩა პოლიტიკური პარტნიორების გარეშე, შეიძლება მოძებნოს რაღაც პარტნიორები, მაგრამ გახარიას გარდა სხვა ნებისმიერი პარტნიორი იქნება ძალიან სუსტი სვლა „ლელოსგან“, არაფრის მთქმელი. არც დავმალავ, მე მქონდა მცდელობები მათი შერიგება-მორიგების, პოლიტიკაში ხდება ასეთი რაღაცები, პრობლემები რჩება, რა თქმა უნდა, თუმცა, ამ პრობლემებს შეიძლება საჯარო პასუხებიც გაეცეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.