არ უნდა ამერიკას საკუთარი ქვეყნის დაბინძურება, მათი აზრით ახალი მამაძაღლებით - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„აბსოლუტური უტიფრობაა პაპუაშვილის სპეკულაციური აპელირება ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების ერთად ბრძოლაზე.

ისინი იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის და არა მურუსიძის მოსამართლეობისთვის, ან თუნდაც პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის.

სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი აქტი. არ უნდა ამერიკას საკუთარი ქვეყნის დაბინძურება, მათი აზრით ახალი მამაძაღლებით.

ასეთ შემთხვევაში, მათ მტკიცებულებების წარმოდგენის და შესაბამისად წყაროების, მათ შორის საიდუმლო, არანაირი ვალდებულება არა აქვთ. მითუმეტეს დაინტერესებულ მხარესთან, ანუ საქართველოს ხელისუფლებასთან.

და თუ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, საპარლამენტო კომისიის შექმნის ჩაშლას კი არ უნდა ზეიმობდეს, თვითონ უნდა იძიებდეს მოსამართლეთა საქმეებს…“- წერს ხუხაშვილი.