პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა.

„ღარიბაშვილს აუხსნეს ფრანკლინს რა უნდა საქართველოში…“- წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი” იტყობინება.