გეუბნებით ერთნი არიან {"ოცნება" "ნაცმოძრაობა:}, უბრალოდ მურუსიძეს ვერ იყოფენ - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხაბეიშვილმა იფიქრა, ახლა კი ბიძინას ემსახურებიან, მაგრამ ჩვენც კარგად გვემსახურენო და ჩაშალა საგამოძიებო კომისიის შექმნა…

გეუბნებით ერთნი არიან, უბრალოდ მურუსიძეს ვერ იყოფენ…“ - წერს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, დაუგეგმავად დატოვეს საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.