ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ნიკა მელია, რომელსაც აქვს ისეთი უნარები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასის დიდი უმრავლესობა მოკლებულია. მე ვსაუბრობ უნარზე, ხალხთან კომუნიკაციისა, რაც დეფიციტურია დღეს, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ეთერში განაცხადა.

„არის დეფიციტური მოთხოვნა ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე და ჯერჯერობით პარტიები ღირსეულ, სრულფასოვან შეთავაზებას ვერ აკეთებენ. ვფიქრობ, არის პოტენციურად ძლიერი პარტიები, რომლებსაც ეს შეუძლიათ. მაგალითად, „ლელო“, მას ბევრი პლუსი აქვს. ბევრი გამოცდილი, წესიერი, პოლიტიკაში გამობრძმედილი ადამიანია იქ. ასევე საკუთარი რესურსი აქვს, რაც მას აძლევს სერიოზულ საშუალებებს. მეორე - გახარიას ჯგუფი და ჩემი აზრით ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ნიკა მელია, რომელსაც აქვს ისეთი უნარები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასის დიდი უმრავლესობა მოკლებულია. მე ვსაუბრობ უნარზე, ხალხთან კომუნიკაციისა, რაც დეფიციტურია დღეს, ხალხს დიალოგი უნდა, არ უნდათ ტელევიზორიდან ლაპარაკები“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.