საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს სამიტზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„ამ საღამოს გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ“ – წერს ემანუელ მაკრონი.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.
Nous décidons ce soir d’ouvrir les négociations pour l’adhésion de l'Ukraine et de la Moldavie à l'Union européenne, et d’accorder à la Géorgie le statut de candidat. Félicitations !
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) December 14, 2023