სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, იგივე ივანიშვილის მსახური ინსტიტუტია - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი იყო მოსული, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამაქცუნეს იქ, სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და სამწუხაროდ, არანაირი განცხადება ამაზე არ გაუკეთებიათ. ანუ სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, არის იგივე ივანიშვილის მსახური ინსტიტუტი. ამ ფაქტის გამო არა, მანამდეც ვიცოდი, რომ ლევან იოსელიანი არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტიც ამაზე მეტყველებს“, - აცხადებს ხოშტარია. 

ცნობისათვის, გუშინ თელავის პოლიციასთან დაკავებული ელენე ხოშტარია, დღეს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.