"ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქში, 11 სექტემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის წევრებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.
ეკა სეფაშვილმა კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები და წინასაარჩევნო გარემო.