,,ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან, შეხვედრის მთავარ აქცენტებზე ისაუბრა.

„მოლდოვის ვიცე-პრემიერთან ძალიან თბილი შეხვედრა შედგა. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნების გამოცდილება როგორც საერთო ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში,  ისე - რეინტეგრაციის საკითხების, კონფლიქტურ რეგიონებთან ცენტრალური ხელისუფლების ურთიერთობის პრობლემების, გამოწვევებისა და მიღწევების თვალსაზრისით.  შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია  ასოცირებული სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კოორდინირებული მოქმედება, იმისთვის, რომ ჩვენი  ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს. შეხვედრამ საკმაოდ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზებიც", - აცხადებს ეკა სეფაშვილი.