"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
სეფაშვილის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნების გზით ვერ დაამარცხებს ხელისუფლებას და ამიტომ ცდილობს ყველა თემაზე აჟიოტაჟის ატეხვას.
„ოპოზიციის ეს გაწამაწია და ვაი უშველებელი არის მხოლოდ ერთადერთი მიზეზით - ძალიან კარგად იციან, რომ სამართლებრივად, არჩევნებით ვერ დაამარცხებენ „ქართულ ოცნებას“ და იმ ხელისუფლებას, რომელიც მშვიდობას იცავს ქვეყანაში. აი ეს გეგმაც, რომ პროვოკაციულად, სისხლიანად მოახდინონ ქვეყანაში გადატრიალება, ესეც ჩაეფუშათ და სწორედ ამიტომ არიან ახლა ასეთი გამწარებულები," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.