"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი მედიასთან, ელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მის თქმით, ახალი წესით პირადობის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა საფუძველს მოკლებულია, ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მარტივად აიღოს ახალი პირადობის მოწმობა.
„2011- წლამდე გამოშვებული პირადობის მოწმობების გაუქმება, ემსახურება, ისევ და ისევ არჩევნების ობიექტურად და სამართლიანად ჩატარებას. თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება გააჩნია, მე ვუპასუხებდი, რომ ეს კრიტიკა აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ აიღოს ახალი პირადობის მოწმობა ახალი წესით, რაც გულისხმობს ელექტრულად ხმის დათვლის მექანიზმის გამოყენებით ხმის მიცემას“, - განაცხადა სეფაშვილმა.