„ჩართულობა -არ ჩართულობას უკვე არავითარი ფასი არ აქვს. მათ უკვე დაანახეს ქვეყანას, რომ მათთვის ევროკავშირში ინტეგრაცია არის ის ამოცანა, რასაც ხელი უნდა შეუშალონ,“ - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში ოპოზიციის მონაწილეობა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქამდეც ევროინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯებს თავად დგამდა და ამჯერადაც, 9 დათქმის შესრულებას ოპოზიციის გარეშე შეძლებს.
„ამ ცხრა ნაბიჯსაც მათ გარეშეც შევასრულებთ თავისუფლად და ახლა, როდესაც ყველა ნაბიჯი გადადგმულია და დიდი ალბათობით, საქართველო ელოდება სტატუსს, მათი ეს ბოლოში მიყოლილი ნათქვამი, რომ ჩვენც გვინდა და ჩვენც გავაკეთებთ რაღაცას, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურად ჟღერს და ასე ვთქვათ, იხტიბარს არ იტეხენ,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.