"თუ ვინმე იმედის ან პოსტ ტვ-ის რომელიმე თანამშრომელს გამარჯობას ეტყვით და დაელაპარაკებით - ვაიმე, რა ვქნა ნათესავია, ბავშვობის მეგობარია, კოლეგაა და ასე შემდეგ, ზუსტად მათსავით თანამონაწილე იქნებით მათი ღალატის და ათასგვარი ამორალური სიბინძურის! ზუსტად ასეა" - ამის შესახებ ტვ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კონკრეტული ტელეკომპანიების მიერ გაზიარებულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ "ფეისბუქ" სტატუსს, სადაც კონკრეტული პირი აცხადებს, რომ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გორში მან სცემა:
მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის - ამის შესახებ სოსო მაისურაძე სოციალურ ქსელში, მისი მეგობრის ფეისბუქ გვერდზე წერს.
მისი თქმით, არსად დამალვას არ აპირებს და არის გორში, თავის მეგობართან.
„მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს...
არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს“ - წერს სოსო მაისურაძე.