ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ მიენიანგს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მიენიანგი  ცნობილია ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარების მაღალი დონით.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება მრავალმხრივ თანამშრომლობა: ტექნოლოგიების, ეკონომიკის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით.

მიმდინარე წელს  სიჩუანსა და საქართველოს შორის იმპორტისა და ექსპორტის საერთო მოცულობამ მიაღწია დაახლოებით 151 მილიონ RMB-ს, რაც 68,67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 

გარდა ამისა, ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესმა დაიწყო მარშრუტი მიენიანგიდან საქართველოში, რაც გულისხმობს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებას.