დიდი რეპუტაციული პრობლემაა, - ამის შესახებ „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც BBC-ის მილიარდდოლარიანი თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
„საკმაოდ უცნაური ამბავია. ამ სქემას კარგად არ ვიცნობ. „როდესაც კეზერაშვილის ინტერვიუ ვნახე, თავისივე ტელევიზიაში, ამ თემასაც შეეხეო, მახსოვს. დიდი რეპუტაციული პრობლემაა, ალბათ, მის ინტერესებშია, თუ საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს, ეს დადოს. BBC-ის ინფორმაცია არ არის ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაცია. მეც მაინტერესებს ბოლოს და ბოლოს ვინ დგას ამ სქემის უკან“, - აღნიშნა ბესელიამ.