მამუკა მდინარაძე წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ჭანჭიკი იყო - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას,სადაც მან აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, ის იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა“.
„მართლაც ახია ჩვენზე, რომ მდინარაძე და მისი დაჯგუფება საუბრობს იმ „ქართული ოცნების“ სახელით, რომლის ფორმულირების პროცესში ეს ადამიანები ალბათ, სადღაც იმალებოდნენ, მათ შორის როდესაც სალომე ზურაბიშვილი აქციებზე ქუჩაში იდგა წინა ხელისუფლებასთან წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს ყმაწვილები დღეს სალომე ზურაბიშვილს რომ ამუნათებენ, ისინი იმ ხელისუფლებას და იმ სიტემას ამაგრებდნენ, სხვათა შორის მდინარაძე იყო ერთ-ერთი ჭანჭიკი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.