სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიასთან ერთად დამარცხდნენ გახარია მაზაკვალიც და ნაცების დამონებული პრეზიდენტი სალომეც!
„სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე მელია საქართველოს წინააღმდეგ, მხოლოდ მელია არა, არამედ დამარცხდნენ გახარია მაზაკვალიც და ნაცების დამონებული პრეზიდენტი სალომეც! საბოტაჟს, რომელსაც გლობალური ომის პარტიის დავალებით უწყობდნენ ჩვენს ქვეყანას, ვერ განხორციელდა!!! არც არასდროს გამოგივათ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლა!!!“ - წერს სამხარაძე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.